Monday, March 31, 2014

სასწავლო პროექტი

1. პროექტის სახელწოდება: ,,თქვენ მაპატიეთ , ჰო, მაპატიეთ, დანაშაული არდაბრუნების ‘’



2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეთა ცოდნის განმტკიცება მირზა გელოვანის ბიოგრაფიისა  და ცხოვრების შესახებ.

3. პროექტის აქტუალობა: ამ სასწავლო პროექტზე მუშაობა განავითარებს  მოსწავლეთა  ინტერესს მირზა  გელოვანის  პიროვნებისა და შემოქმედებისადმი. პროექტი მოსწავლეებს განუმტკიცებს  ცოდნას და მათ გაუჩნდებათ ინტერესი იცოდნენ მეტი პოეტის პირად ცხოვრებაზე,მოიკვლიონ სასურველი მასალები ომის ლირიკის შესახებ. განუვითარდებათ კვლევისა და ანალიზის  უნარები.ჩამოუყალიბდებათ სიტყვაკაზმული მწერლების  შემოქმედებისადმი  სიყვარული.

4. პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა მეტი ცოდნა მიიღონ მირზას ცხოვრებისა და იმ ახალგაზრდა მწერლების შესახებ რომლებიც ,,ახლაც ოცდაშვიდი წლისანი არიან’’.იმუშაონ გამომეტყველებითი კითხვის ჩვევების განმტკიცებისა  და აუდიტორის წინაშე  გამოსვლაზე.

5. ასაკი-მოსწავლეთა ასაკი 15 წელი.

6. ვადები , ხანგრძლივობა- 1 თვე

7. მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას- მოსწავლეები შეიძენენ კვლევის  უნარ -ჩვევებს, ისწავლიან ჯგუფურ  მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას, გამოიმუშავებენ კომუნიკაციის , ახალი ინფორმაციის მოძიებისა და გამოყენების უნარს, მოძიებულ მასალას განათავსებენ ბლოგზე.

8. პროდუქტისათვის საჭირო  ძირითადი რესურსები- სათანადო  ლიტერატურა, ნიკა აგიაშვილის ,,ჭაბუკები  დარჩნენ მარად.’’ კომპიუტერი, პროექტორი, ვიდეოკამერა მიკროფონი.

9. პროექტის მსვლელობა- [ძირითადი აქტივობები]:

 მოსწავლეები ირჩევენ სასურველ თემას ,თემის არჩევის შემდეგ  ხდება ჯგუფის  დაკომპლექტება და კონკრეტული დავალების  განაწილება;

1 აქტივობა- მირზა გელოვანის  ბიოგრაფიის მოძიება და ანალიზი

2 აქტივობა- მწერლის ფოტოსურათების მოძიება და შეგროვება

3აქტივობა-ჯგუფი მუშაობს  პოეტის ლექსებსა და გამომეტყველებითი კითხვის უნარების  განმტკიცებაზე.

4  აქტივობა- ჯგუფი ინტერნეტის საშუალებით მოიძიებს  სურათებს და მოამზადებს ელექტრონულ  პრეზენტაციას. მოამზადებს  კედლის გაზეთს. პროექტის  პრეზენტაცია  ჩატარდებალიტერატურული დილის სახით-,,მე დავბრუნდები , ჰო,  დავბრუნდები’’
მოსწავლეებს  შეუძლიათ დისკუსიისა და კამათის სტრატეგიის გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა ,თუ მოსწავლე- წინასწარ ეცნობა აუდიტორიას, შეადგენს გეგმას, ქმნის ტექსტის რეპეტიციას, ამოწმებს რეგლამენტს. ეცდება აუდიტორიის ყურადღების  მიქცევას.

პროექტის შეფასება

ფასდება შემდეგი აქტივობები
დაბალი
საშუალო
მაღალი
თემის იდეის გაცნობიერება, მასალის შეგროვება- დამუშავება, დამხმარე და ვიზუალური საშუალებების მოძიება და გამოყენება
მოსწავლე ვერ ახერხებს თემის გაცნობიერებას, საჭირო მასალის მოძიებას.
უჭირს თემისა და მიზნის გაცნობიერება. მომზადებული მასალა მწირია.
მოსწავლეს გაცნობიერებული აქვს  თემა, იდეა, მიზანი. მომზადებული მასალა მდიდარი დამრავალფეროვანია.
აუდიტორიასთან კავშირი, კეთილგანწყობა
 მოსწავლეს უჭირს საკუთარი აზრის გადმოცემა. აუდიტორიასთან კავშირს ვერ ამყარებს.
ნაწილობრივ ამყარებს კავშირს. დამაჯერებლობა აკლია მის ხმასა და საუბარს.
მოსწავლე თვალით ამყარებს აუდიტორიასთან კავშირს. ხმა და ინტონაცია დამაჯერებელია.
ანალიზისა და სინთეზის უნარი
ვერ ახერხებს ჩაერთოს მუშაობაში
უჭირს დამოუკიდებლად გამოთქვას თავისი მოსაზრებები
მოსწავლეს აქვს ანალიზისა და სინთეზის უნარი. ნსჯელობს სათანადო არგუმენტების მოხმობით, თანმიმდევრულად აკეთებს თავისი მოსაზრებების დემონსტრირებას, იცავს საკუთარ პოზიციას.

10. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული.

11. პროექტის ხელმძღვანელი: ციური ქილიფთარი;


12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: ciuriqiliftari@gmail.com